logo
ENG



ნათელაშვილი: მგონია, გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა: "გათენდა, შეერთდით, დროშები ჩქარა"

19 აპრ 202115:46
3 წუთის საკითხავი
 
ნათელაშვილი: მგონია, გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა: "გათენდა, შეერთდით, დროშები ჩქარა"
ფორმულა

ახლა რომ გიყურებთ, მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ის ცნობილი სტრიქონები: "გათენდა, შეერთდით, შეერთდით, დროშები,დროშები ჩქარა". ამ დროშების ფრიალს მთელი საქართველო და მსოფლიო 15 მაისს იხილავს საქართველოს ცენტრალურ მოედანზე იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის რეალური დასრულება. მოლაპარაკებებით, ჩხირკედელაობით, პროექტების შეცვლით, ხელშეკრულებების მრავალნაირობით, ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიმართულებით სიარულს და ეს სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წინ გველოდება, დაწერს რეალურად საქართველოს ისტორიას.


close დახურვა